17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შესულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შესულა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

„2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს საელჩო აშშ-ში ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით არ შემოსულა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას“ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 იანვარს კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა