#15-ე ციხის მსჯავრდებული, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა

#15-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებული მცხეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 1978 წელს დაბადებულმა ა.ც.-მ ბანაობისას თვითდაზიანებები მიიყენა. მსჯავრდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, რის შემდეგაც, დაწესებულების ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მსჯავრდებული მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ოჯახს უკვე შეატყობინეს.

გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სღნიშნული ფაქტის თვითმხილველები უკვე დაკითხეს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების და უკრაინის ვიცე – პრემიერის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა
შემდეგი სტატიაშსს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აღმოჩენილი ცხედარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს