15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იუსტიციის სახლები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალი სრული დატვირთვით იმუშავებს, – ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პერიოდში მოქალაქეებს ბიომეტრული პასპორტების აღება 50 %-იანი ფასდაკლებით, პირადობის მოწმობის კი – უფასოდ შეეძლებათ.

“15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით ჩვენ ვიწყებთ პირადობის მოწმობების აქციას, რომელთან ერთადაც მოხდება ბიომეტრული პასპორტების გაცემა 50 %-იანი ფასდაკლებით, ანუ 100 ლარის ნაცვლად მისი ღირებულება იქნება 50 ლარი. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა იუსტიციის სახლი გადავა დატვირთულ რეჟიმში და სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იუსტიციის სახლები დასვენების დღეებში, შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან მოქალაქეებს”, -აღნიშნა გივი აზაურაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა, ხოლო ბიომეტრული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ნატო-ში გაწევრიანებით ყველაზე დაცული თავდაცვისა და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი ვიქნებით