15 აპრილს, აქციას ილიაუნის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან

15 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან ჩანიშნულ აქციას შეუერთდებიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას 11:00 საათზე დიაწყებენ. კიდევ ერთი მსვლელობა 12:00 საათიდან დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან.

“15 აპრილს, 11 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით რუსული კანონის წინააღმდეგ. მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

15 აპრილს იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას და სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და დემოკრატიზაციას”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერი კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო
შემდეგი სტატია„გირჩმა“ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა