15 000 პოლიციელი, 18 000 გასროლა, 100 მსროლელი, მათ შორის სნაიპერები – ვინ ხელმძღვანელობდა 20 ივნისის სისხლიან დარბევას

20 ივნისის აქციის დარბევაში 15 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა. პოლიციელები გადმოყვანილი იყვნენ რეგიონებიდან და საოკუპაციო ზოლიდან. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დარბევას ხელმძღვანელობდნენ: კახაბერ საბანაძე, ანზორ ჩუბინიძე და ვაჟა სირაძე.

„20 ივნისს მომიტინგეთა დარბევაში მთლიანობაში (როტაციის გათვალისწინებით) მონაწილეობდა დაახლოებით 15 000 პოლიციელი.

თარგამაძის ინფორმაციით, დარბევაში მონაწილეობდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I, II, III სამმართველოები; კახეთის; აჭარის; ზუგდიდის; რუსთავის; მცხეთის; თბილისის; გორის; სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები; კრიმინალური პოლიცია; საოკუპაციო ხაზიდან მოხსნილი რამოდენიმე დანაყოფი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; საგანგებო სიტუაციების ცენტრი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

განხორციელდა დაახლოებით 18 000 (!) გასროლა ( გაზი და რეზინის ტყვიები ერთობლიობაში. ბოლოს ზოგს ტყვიები გაუთავდა და ერთმანეთს ართმევდნენ). სნაიპერები ისროდნენ წითელ ტყვიებს დაახლოებით 50 ვინჩესტერიდან. სულ მსროლელები იყვნენ 100 .

დარბევის დაწყებისას პარლამენტის შენობაში იყვნენ : გიორგი გახარია, მისი პირველი მოადგილე კახა საბანაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ზვიად ქაწაშვილი, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი კაკუჩაშვილი, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე. დარბევას ხელმძღვანელობდნენ: საბანაძე, ჩუბინიძე და სირაძე. მიმართულებებს მსროლელებს აძლევდა კაკიჩაშვილი.

ასევე, ადგილზე გამოყვანილი ჰყავდათ: საფინანსო პოლიციის – 40, სასჯელაღსრულების – 40, კრიმინალური პოლიციის – 60, საზღვრის დაცვის – 50 სპეცრაზმელი.

პარლამენტში მიტინგის დაწყებისთანავე იყო მობილიზებული 7000 პოლიციელი, რაც შენობაში შეღწევის ნებისმიერ ვერსიას იმთავითვე გამორიცხავდა.

banner
წინა სტატიაშიევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლითაც მართვის მოწმობის გამოცდა ორეტაპიანი ხდება
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – არ ვიცი, ვის, რომელ ქვეყანაში შეიძლება მოუვიდეს თავში, რომ პარლამენტის წევრს შტურმი მიჰქონდეს პარლამენტის შენობაზე