„ბიბლუსი“ რამდენიმე თანამშრომლის ბრალდებას სპეციალური განცხადებით პასუხობს

„ბიბლუსი“ „ბიბლუსი გალერეას“ რამდენიმე თანამშრომლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, სპეციალური განცხადებით პასუხობს. წიგნის მაღაზიაში აცხადებენ, რომ „ბიბლუსი გალერის“ თანამშრომლების მიერ გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბიბლუსი გალერეას“ რამდენიმე თანამშრომლის გავრცელებულ მიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის არიან თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან დათხოვილი იყვნენ არასათანადო მუშაობის გამო, 2 მათგანი კი სულ რამდენიმე კვირაა მუშაობს გალერეაში და ჯერ სარეზერვო კადრია, რაც ანაზღაურებად სტაჟირებას გულისხმობს. სამუშაო საათები „ბიბლუსი გალერეაში“ განისაზღვრება 8 საათით (ორცვლიანი სამუშაო გრაფიკი) და ამასთან მოქმედებს ეფექტური საბონუსე სისტემა. სეზონურად მომატებული სამუშაოს დროს, სურვილის შემთხვევაში თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს დამატებით, რაშიც იღებს ბონუსებს, რომლის ოდენობა ხშირად 2-ჯერ აღემატება ხელფასს. ბიბლუსი მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების განწყობაზე და განვითარებაზე.

ჩვენ მზად ვართ პირადად მოვისმინოთ სამართლიანი და დასაბუთებული შენიშვნები თითოეული დასაქმებულისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირებულობა და ახლო მომავალში გამოვაქვეყნებთ ყველა კონკრეტულ ბრალდებაზე, კონკრეტული ფაქტებით გამყარებულ პასუხს”- ნათქვამია განცხადებაში.

“სოციალურ ქსელში „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებულთა ვიდეო-მიმართვა გავრცელდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ყოველდღიურ შრომით პირობეს აპროტესტებს.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალურ მოძრაობა” ,,რუსთავი 2″-ის მხარდასაჭერად საკოორდინაციო საბჭოს უერთდება
შემდეგი სტატია“სახელმწიფო ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმრობიდან იყოს დახსნილი”