სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან – ამის შესახებ ცნობილი განათლების სამინისტროს განცხადებიდან ხდება.
განათლების სამინისტროს ცნობით, გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული. პროგრამა ასევე ხორციელდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის.















