სახელმწიფო სკანდალი – ქართველი ჯარისკაცის პირადი მონაცემები რუსეთის ხელში

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და ციხეში ზის. გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს.ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებენ.როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროს, აფხაზეთის და აგვისტოს ომის მონაწილის პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში – საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის მთავარი თანამონაწილე იყოს.დაკავებული ჯარისკაცის ოჯახი და მისი უკრაინელი ადვოკატი ამბობენ, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის მონაწილეებზე ნადირობის ახალი სეზონი გამოაცხადა და ამ პროცესის მთავარი მოკავშირეები ქართველი მაღალჩინოსნები არიან.ჯარისკაცი გია ცერცვაძე უკვე ერთი წელია რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს ეხმარება. 15 იანვარს ცერცვაძე უკან უკრაინაში დაბრუნდა, როდესაც ის კიევის აეროპორტში დააკავეს. ოჯახის მტკიცებით, კრიმინალურ ისტორიაში მონაწილეობა რუსეთში მასზე შურისძიების მიზნით გამოიგონეს.საქმის მასალებს შორის, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გადააგზავნა, არის გია ცერცვაძის დეტალური პერსონალური მონაცემები, რომელიც საქართველოს მთავრობის გარდა სხვაგან არსად ინახებოდა.ირკვევა, რომ საქართველოს იუსტიციის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ქართველი ჯარისკაცის ყველა პასპორტის მონაცემი, რაც კი მის სახელზე საქართველოში გაცემულა, ასევე სრული ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, სადაც კი გია ცერცვაძეს საზღვარი გადაუკვეთავს.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი ამ დრომდე უცნობია