140 წლის, საზღვაო ქალაქში დაწერილი ისტორია კვლავ გრძელდება (ვიდეო)

140 წლის, საზღვაო ქალაქში დაწერილი ისტორია კვლავ გრძელდება.

“ორიოდე წლის წინ არავის სჯეროდა, რომ ქალაქის ცენტრში არსებული მაღალი კულტურული ღირებულების, მაგრამ პრაქტიკულად დანგრეული შენობის აღდგენა შესაძლებელი იყო. ქალაქის ცენტრში ამ ადგილის ხელში ჩაგდების მსურველ მეწარმეებს მზად ჰქონდათ კერძო ექსპერტებისათვის დაკვეთილი დასკვნები შენობის დანგრევის აუცილებლობაზე, რასაც ტერიტორიის გასხვისება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა ჩემი იმჟამინდელი გუბერნატორის პოზიციიდან, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დახმარებით და პრინციპული მხარდაჭერით, მოვახერხეთ არამარტო ქალაქისთვის ამ ისტორიული შენობის შენარჩუნება და აღდგენა, არამედ ის ქართული ზღვაოსნობის ახალ კერად იქცა, რომელმაც ევროპასთან საქართველოს დაკავშირების საკუთარი მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულოს”-აცხადებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ალექსანდრე მოწერელია.

https://youtu.be/eFW-RO1EFIA

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ სემეკის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
შემდეგი სტატიარუსებმა ინგუში და დაღესტნელი ბავშვები საქართველოში არ გამოუშვეს