140 მილიონი ლარით მცირდება ქვეყნის ბიუჯეტი

140 მილიონი ლარით მცირდება ქვეყნის ბიუჯეტი – ანგარიში მთავრობის სხდომაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ნოდარ ხადურმა წარმოადგინა. ფინანსათა მინისტრის განმარტებით, ძირითადად თანხები შეუმცირდა შსს და თავდაცვის სამინისტროებს. მისი თქმით, ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისათვის.

„დღესვე წარმოდგენილი გვექნება რამდენიმე განკარგულების პროექტი, რომელიც დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის. არანაირი კაპიტალური ხარჯები არ შემცირებულა, პირიქით, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ წლის განმავლობაში გავზარდოთ კაპიტალური ხარჯები,“ – განმარტა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის ბილეთების გაყიდვა 13 საათიდან დაიწყება
შემდეგი სტატია„ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას,” – ირაკლი ღარიბაშვილი