3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

14 წლით თავისუფლების აღკვეთა – ქართველი მებრძოლისთვის დაუსწრებლად გამოტანილი რუსული განაჩენი

საქართველოს მოქალაქე რუსეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლის გამო „გაასამართლეს“.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ ქართველ მებრძოლს, 47 წლის ზაზა ცხოვრებაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ზაზა ცხოვრებაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას.
ზაზა ცხოვრებაძე რუსეთის წინააღმდეგ წლებია იბრძვის, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოებიც.

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ