14 წლის წინ საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, ავთენტურობასთან პრობლემა არ აქვს– „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადობელაშვილი

14 წლის წინ საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა ამ მოძალადე და სისხლის მსმელემა ბანდამ!
– სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ შეძრა სრულიათ ქვეყანა! უპირველეს ყოვლისა ეს იყო სიგნალი ახალგაზრდებისადმი, თუ რამე მიუღებელს გავაკეთებდით ან განვაცხადებდით ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გავიზიარებდით სანდროს და სხვა ჩაცხრილული ახალგაზრდების ბედს! ეს იყო იმდროინდელი პოლიტიზირებული პოლიციის გამოხმაურება სააკაშვილის ცნობილი განცხადებაზე, რომელიც მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და სადაც ძალოვნებს მოუწოდა ესროლათ ყველასთვის ნულოვანი ტოლერანტობით!
– მე ქართული ოცნების მეხოტბე ნამდვილად არ ვარ და ძალიან კარგად ვხედავ მათ მიდგომებს და ერთი თამამად შემიძლია გითხრათ – ეს ხელისუფლება (ოცნება) განსხვავებით ნაცებისგან ახალგაზრდებს არ კლავს!
– 2006 წელის 28 იანვარს ქვეყანაში დატრიალებულმა უბედურებამ მე და ჩემი უამრავი მეგობარი გარეთ გამოგვიყვანა, აგვიძულა უარი გვეთქვა პირად ცხოვრებაზე და ჩვენი ახალგაზრდობა გაგვეცვალა კოლექტიურ სააკაშვილებთან ბრძოლაში!
– ნაცმოძრაობა, სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ახალაიები და ძმანი და დანი მათნი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ქვეყნის სათავეში, რაც არ უნდა პროვოკაცეიები და ინტრიგები ხლართონ! ჩვენ გვახსოვს სანდრო! ჩვენ დღემდე გვტიკა ჩაცხრილული ახალგაზრდები!
– მე პირადად თუნდ სიკვდილად მიღირდეს ვერ და არ დავუშვებ ჩემი შვილები ანალოგიურ ტერორში გაიზარდონ და სიცოცხლის ფასადაც, რომ მიღირდეს ნაცმოძრაობის ბოგინს შევეწინააღმდეგები!-წერს სამოქალაქო აქტივისტი ლადო საბდღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

14 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცის გაშიშვლებული და ნაწამები სხეული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი, რომელიც წინა ღამით მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად შარდენის ქუჩიდან გაიტაცეს უცნობმა პირებმა ვერცხლისფერი მერსედესით. როგორც იურისტი ანა დოლიძე ამბობს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და მოძრაობამ, რომელიც მოკლულის დედამ, ირინა ენუქიძემ, დაიწყო, საქართველოს ისტორია შეცვალა.

banner
წინა სტატიაში“კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა… ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას” – გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი
შემდეგი სტატიამეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე): რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში იქნება რუსული ჯარის საქართველოში შემოსვლის და ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპაცია