14 წლის წინ რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ – თუ მაშინ აგრესია საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეჩერებული იქნებოდა, ალბათ, არ გვექნებოდა უკრაინაში შეჭრა – რინკევიჩსი

14 წლის წინ რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. თუ მაშინ აგრესია საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეჩერებული იქნებოდა, ჩვენ ალბათ არ გვექნებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ლატვია ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ , – დასძინა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის აპარატი – აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა