14 წლის წინ დაკარგული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორში კვლავ გრძელდება

14 წლის წინ დაკარგული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორის კულტურისა და დასვენების პარკში კვლავ მიმდინარეობს.
სამძებრო სამუშაოები ტექნიკის დახმარებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები პარკის კონკრეტულ მონაკვეთზე სამძებრო ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში მეორე დღეა მიწის გათხრას აწარმოებენ.

თავდაპირველად სამუშაოები სპეციალურად მოწყობილ კარავში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა, თუმცა ფართობის სიდიდის გამო, ტექნიკის, კერძოდ, ტრაქტორის გამოყენება დღეს გადაწყდა.

აღნიშნული მონაკვეთი სამართალდამცავებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა.

ნებიერიძის დამატებითი ჩვენების შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარაულის ექსპერტების დახმარებით და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აღნიშნული მონაკვეთის გეოსკანირება ჩაატარა, რის შემდგომაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამძებრო ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში “ყვითელი პროტესტის” შემდეგ საწვავზე ფასები გაყინეს