14 წლის გოგოს ბაბუა ჩვენებაში ამბობს, რომ შვილიშვილმა “ოჯახი შეარცხვინა” და ამიტომ იძალადა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა “ოჯახის ღირსება შეარცხვინა” და ამიტომ იძალადა მასზე. ბრალის დადგენილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე წაიკითხა.

საქმეში სულ სამი ეპიზოდია – ცემის ორი ეპიზოდი დეკემბერსა და იანვარში და მუქარა. კაცი ბრალს მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს – ამბობს, რომ შვილიშვილს სახეში გაარტყა, დანარჩენ ორ ეპიზოდს კი უარყოფს.

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მან არასრულწლოვანი მუშტით სახეში სცემა და ყელში ხელები წაუჭირა.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოს რესპუბლიკელ წევრს, დერიკ ევანსს, დონალდ ტრამპის მომხრეებთან ერთად 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის გამო ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი – ხელისუფლებას მოუწევს ჩვენზე გადავლა