17.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

14 შეკვრად დაფასოებული “მეტადონი” უპოვეს და დააკავეს – შემთხვევა მცხეთაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ც.მ.-ს პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ბრალდებულის მიერ, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცებად ამოიღეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაეტოპორტში ბარგიდან 19 კგ მარიხუანა ამოვიღეთ, ერთი პირი დავაკავეთ – შსს
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძის მთავარი დაპირება სკოლებში უფასო და ჯანსაღი კვებაა