14 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე ქუთაისის მერიის ინიცირებით 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილება.

“დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მერიის სხვადასხვა სოციალური პროგრამის ბენეფიციარები არიან.

ამ ცვლილებების მიხედვით გაორმაგდება რამდენიმე პროგრამის დაფინასება: “ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარების” და “ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის” პროგრამების ბენეფიციარები, ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად მიიღებენ 200 ლარს.
ცვლილება შევა “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაშიც. ქვეყანაში COVIS-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, რომ არ შეწყდეს ქვეპროგრამა, შეზღუდვების გაუქმებამდე ბენეფიციარებისათვის დისტანციური მომსახურეობის (მოდიფიცირებული პროგრამა) მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურება მომწოდებლის მიერ შესრულებული დოკუმენტაციის (აღრიცხული ვიზიტების რაოდენობა-დამოწმებული ორგანიზაციის და მშობლის ხელმოწერით) შესაბამისად მოხდება”, – აცხადებენ ქუთაისის საკრებულოში.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ქუთაისის საკრებულოს სხდომები დისტანციურ რეჟიმში იმართებოდა. ხვალ კი დეპუტატები სათათბირო დარბაზში შეიკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკინი: ჩვენი მხრიდან რამე ტიპის არამც თუ დაპირება, არამედ ამ თემაზე დისკუსიაც კი არ შემდგარა
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: საქართველოსადმი EU-ს დახმარება მისგან დაპირების შესრულებასთანაა დაკავშირებული