14 ივნისს, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

14 ივნისს, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში, რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.

ამის შესახებ სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.

უკრაინაში აცხადებენ, რომ უახლოეს დროში ექსპერტიზა ჩაინიშნება, რათა დადგინდეს, რომ ნამდვილად უკრაინის მოქალაქეთა ცხედრებია.

უკრაინამ დახმარებისთვის მადლობა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს გადაუხადა.

ამავე დროს, რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინულ მხარეს რუსეთისთვის დღეს არცერთი ცხედარი არ გადაუცია.

banner
წინა სტატიაშისანიკიძე: თუ ქართველი ხალხი კომპრომისზე არ მიდის, თუ სინდისის პატიმრები კომპრომისზე არ მიდიან, არც ის ხალხი არ უნდა წავიდეს ივანიშვილთან კომპრომისზე და წულუკიანს ხარკი არ უნდა უხადოს
შემდეგი სტატია“მტრულ საქმიანობაში დახმარების” ფაქტზე გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე მოწმედ ვახტანგ გომელაური დაიბარეს