14 იანვრის 21:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, ნაცვლად 15 იანვრისა 2021 წლის 14 იანვარს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 218-ე კმ-ზე არსებული ჭიშურას სახიდე გადასასვლელიდან 228-ე კმ-ზე არსებული გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთში არასტანდარტული საგზაო ნიშნის განთავსება, რომლის სამუშაოებისათვისაც აუცილებელია ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩაკეტვა განხორციელდება ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე, ნაცვლად 2021 წლის 14 იანვრის 22:00 სთ-დან 15 იანვრის 01:00 საათისა, 2021 წლის 14 იანვრის 21:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე პერიოდში (3 საათით).

„დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით და ქუთაისის და ნიკეას ქუჩების გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება გეგუთის კვანძის გამოყენებით ნიკეას ქუჩის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითავის ფეისბუქპოსტში, ჟურნალისტი კახაბერ ადამია 1999 წელს აკაკი ელიავასთან შეხვედრას იხსენებს, სადაც ამბოხებულების მიერ ხუთჯვრიანი დროშის აღიარების ისტორიას ყვება…
შემდეგი სტატიაჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს