14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და რეკომენდაციით, 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდება.

ამის შესახებ კახიშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„გვაქვს გრანდიოზული გეგმები მომავალთან დაკავშირებით. იწყება უპრეცენდენტო პროექტის მშენებლობა. იგეგმება 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება, რადგან კარგად გვესმის, რომ ერთი კალენდარული დღე არაფერს ცვლის და ბუნებრივია, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, ჩვენი აზრით, არ იქნებოდა სწორი, პატიმრების გადაყვანა სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში. ამიტომ, ევროკავშირის რეკომენდაციითა და მათი მხარდაჭერით, 14-დან 21 წლამდე დაწესებულება შეიქმნება“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთ დაწესებულებაში მოხვედრილი აღნიშნული ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკეული პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი, რათა სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრირება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიმთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატია“იმდენად დიდია ,,ოცნების” სურვილი ,რომ სესიაშვილის მოადგილედ კვიციანი აირჩიონ, ყველაფერზე მიდიან”