უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 მარტამდე პერიოდს.
შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 13 800;
ტანკი – 430;
ჯავშანტექნიკა – 1 375;
საარტილერიო სისტემა – 190;
სარაკეტო სისტემა – 70;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 43;
თვითმფრინავები – 84;
ვერტმფრენი – 108;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 819;
გემი/ნავი/კატარღა – 3;
საწვავის რეზერვუარი – 60;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 11;
სპეციალური აღჭურვილობა – 10.
















