14 წელი გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან – ოჯახი გამოძიებას ითხოვს

გიორგი სანაიას გარდაცვალების დღიდან 14 წელი გავიდა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტისა და წამყვანის საფლავზე ამ წუთებში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან.

გიორგი სანაიას ოჯახის წევრების განმარტებით, ისინი საქმის შესწავლას პროკურატურისაგან კბილაშვილის ხელმძღვანბელობის პერიოდში ითხოვდნენ, თუმცა პროკურატურამ საქმის წარმოებაზე უარი განაცხადა.

ოჯახი ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს. ისინი იმასაც აპროტესტებენ, რომ პირი ვინც საქმეს იძიებდა თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

გიორგი სანაიას მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი, ორი წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.

გიორგი სანაია 2001 წელს 26 ივლისს საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაში“ხურვალეთში ოკუპანტები გააქტიურებულები არიან,” – შს სამინისტრო
შემდეგი სტატიაოლიმპიადის გახსნაზე მეჩირაღდნეთა შორის კახა კალაძე იქნება