135/15-ზე ან 125/25-ზე – ოპოზიციამ “ოცნებას” შესაძლოა მანდატების ასე განაწილება შესთავაზოს

მმართველი გუნდი გვთავაზობს ისეთ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით მოიპოვოს უმრავლესობა პარტიამ – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ გააკეთა.

„ოპოზიცია გაერთიანებული ვართ ფუძემდებლური პრინციპის გარშემო, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობა, ანუ რა მხარდაჭერაც ექნება პოლიტიკურ ძალას, იმის შესაბამისი რაოდენობა უნდა ჰყავდეს დეპუტატების პარლამენტში. მმართველი გუნდი გვთავაზობს ისეთ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით მოიპოვოს უმრავლესობა პარტიამ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 – დან 7 ადამიანი როცა მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას, მან მართოს ქვეყანა, რაც არის მიუღებელი. ჩვენ რა თქმა უნდა, ვამზადებთ კომპრომისულ წინადადებებს, ერთ-ერთი იყო „გერმანული მოდელი“ და ის კვლავ რჩება. ასევე შევთავაზებთ სხვა ვარიანტებსაც, ოღონდ ამ პრინციპის გათვალისწინებით, რომ ახლოს მაინც უნდა იყოს პოლიტიკური ძალა იმ მანდატთან, რომელიც ქვეყნის მართვის უფლებას იძლევა, ეს შეიძლება იყოს 45-50% თან ახლოს მყოფი მხარდაჭერა. ამიტომ 130-20- ზე თუ 135-15-ზე სისტემა ან მსგავსი კონფიგურაციები არის აქტიურ განხილვის ფაზაში ოპოზიციაში და დანარჩენს საზოგადოება გაიგებს შეხვედრის მერე,“ – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე ხელისუფლებას – გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით