130 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გაზრდილ პენსიას ვერ აიღებს

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პენსია 20 ლარით იზრდება ასაკობრივი პენსიონერებისთვის და ის გახდება 200 ლარი.

რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მთავრობამ, როცა შშმ პირთა ნაწილს პენსია არ გაუზარდა უცნობია, განმარტება პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

„პენსიების ზრდა განსაზღვრულია ბიუჯეტში 2019 წლის პირველი იანვრიდან. გაიზრდება როგორც ასაკობრივი პენსია, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა პენსია, ასევე 0-18 წლამდე შშმპ ბავშვების პენსია. ეს არის გათვალისწინებული ბიუჯეტში, რაც შეეხება დოკუმენტს, დოკუმენტში წერია მხოლოდ პენსია, რადგან პენსია განისაზღვრება ბიუჯეტის კანონით. ხოლო სხვა დანარჩენი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. მომავალი წლიდან როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მთავრობა მიიღებს შესაბამის დადგენილებას“-ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

banner
წინა სტატიაშირუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე არსებითი სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა