7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

13 წლის წინ გაუჩინარებული გური დადიანიძის დედა შსს-სთან აქციას მართავს

13 წლის წინ გაუჩინარებული 17 წლის გური დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, გულუას ქუჩაზე აქციას მართავს. ადგილზე ოჯახის წევრები, ახლობლები, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და მხარდამჭერი მოქალაქეები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებს შსს-ს შენობასთან პირდაპირ მიახლოების უფლება არ მიეცათ, რის გამოც საპროტესტო შეკრება გზის მეორე მხარეს მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც ძიება დუშეთის პოლიციიდან თბილისის მთავარ სამმართველოს გადაეცა, გაუჩინარებული მოზარდის დედას იმედი აქვს, რომ საქმე ეფექტურად წარიმართება:

„იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს გულით მოეკიდებიან, დამპირდნენ. ეს არის სოლიდარობის აქცია, ჩემნაირი გამწარებული დედების აქცია. 12 წელი ცოტა დრო არ არის, 12 წელიწადში 12-ჯერ მოვკვდი, ასე რომ, საქმის დაჩქარებას ვითხოვ. დამპირდნენ, რომ გამოიძიებენ, ორჯერ შემხვდნენ, ორშაბათს კიდევ მივდივარ. დიდი იმედი მომეცა“, — განაცხადა ტვ პირველის ინფორმაციით, სოფო ბიბილაშვილმა.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე დაკრძალეს
შემდეგი სტატიაქუთაისში ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა