“თაიმერი”-13 ივნისის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2019 00:10

“თაიმერი”-13 ივნისის   ტრაგედიიდან ოთხი  წელი გავიდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს მოსახლეობამ არნახული სამოქალაქო თავდადება და გმირობა აჩვენა! ხელისუფლებამ კი, იმდენიც ვერ მოახერხა, რომ სტიქიას გადარჩენილი ადამიანები ზოოპარკიდან გაქცეული მშიერი ვეფხსვისგან დაეცვა!

სხვა სტატიები

versexeobaოთხი წელი ისტორიისთვის არაფერია. სამაგიეროდ, ზუგდიდელ დებ ჯგუშიების გაუბედურებული მშობლებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც  2015 წლის 13 ივნისის ღამეს შვილები, დები, ძმები, დედები, მამები, ახლობლები დაკარგეს, ოთხი  წელი  კი არა, ერთი საათი, დღე, კვირა და თვეც, ალბათ, მთელი საუკუნე და ის ტკივლია, რომელსაც დრო ვერ კურნავს…
ვინაა დამნაშავე წყალდიდობაში? ამ კითხვაზე, ვინმე, ალბათ, გულუბრყვილოდ უპასუხებს, ვინ და, – დედაბუნებაო. კი ბატონო, ბუნება, მართლაც, მბრძანებელია, მაგრამ ტრაგედიიდან ოთხი  წლის შემდეგაც, ხელისუფლებას არგუმენტირებულად არ უთქვამს, შეიძლებოდა თუ არა ამ დიდი უბედურების თავიდან აცილება და ეს მაშინ, როცა სპეციალისტების თქმით, უბედურების საშიშროება კიდევ არსებობს…
ღმერთმა არ ქნას, მდინარე ვერე ისევ ადიდდეს…
ღმერთმა არ ქნას, სტიქია ისევ დაგვატყეს, თორემ ისედაც გათითოკაცებული ერი ახალ ტრაგედიას ვეღარ გაუძლებს!
ისე, ერთია, როცა ადამიანები, ვთქვათ, ომში, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებიან და მეორეა, როცა 21-ე საუკუნეში, ერთი შეხედვით, უწყინარი წვიმის მსხვერპლნი ხდებიან და ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ჩვენი, მოქალაქეების გადასახადებით სულდგმულობს, საკუთარი მოქლაქეების სიცოცხლესა თუ ქალაქის ინფრასქტრუქტურის მოწყობაზე არ ზრუნავს!


სხვათა შორის,  საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც მოსალოდნელ უბედურებაზე ინფორმაცია გაავრცელა. მაშინ 01:52 საათზე, ჩვენ ვწერდით:
„ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქი კვლავ პარალიზებულია. სოციალურ ქსელში მოქალაქეები აქტიურად წერენ ინფორმაციას დატბორილი ადგილების შესახებ.ხელისუფლების პრესამსახურის უფროსებო უპასუხეთ ზარებს!!! მოვლენების ეპიცენტრში, ჟურნალისტი ეკა წივწივაძე  საქართველოს მოსახლეობას,სიცოცხლის რისკის ფასად  აწვდიდა ინფორმაციას თუ რა ხდებოდა თბილისის უბნებში-ეს თაიმერია!!!

 

 

katastrofa-300x254
„ადამიანებო, თქვენ არ იცით, რა ტრაგედია ტრიალებს ახლა ჩემს თვალწინ და არაფერი შემიძლია გავაკეთო. ვაკის სოსისების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაფერი წყალშია, სახლის სახურავებიც იფარება უკვე. გავგიჟდიიიიი. აქ რა ამბავია, ვერ წარმოიდგენთ, ისტერიკა დამემამრთა. წყალი ალბათ მალე კორპუსებთან ამოვა, ასე თუ გაგრძელდა. სავარაუდოდ კოლექტორებში ვეღარ გაიტანა, გაიჭედა რაღაც და დაგუბდა. არც ძაღლების ბედი ვიცი, არც ადამიანების,“ – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ეკატერინე ლომიძე.“

„112 დავრეკეთ, ჯერ დამხმარე რაზმები არ მისულან იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ, ფანრებს ანათებენ შველას ითხოვენ სახლები მოძრაობენ და მდინარემ ხეები წაიღო. კატასტროფა ხდება“, – წერენ მოქალაქეები.

ორი წლის წინ, თბილისელებმა და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობამ არნახული სამოქალაქო თავდადება და გმირობა აჩვენა!
ხელისუფლებამ კი, იმდენიც ვერ მოახერხა, რომ სტიქიას გადარჩენილი ადამიანები ზოოპარკიდან გაქცეული მშიერი ვეფხსვისგან დაეცვა!

 

ბერდია კალანდია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 13, 2019 00:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics