13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს მოსამართლემ ბრალდება მოუხსნა

13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერი ირემაძეს ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორწლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერი ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა დიაგნოზით – ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებიან „ოცნების“ კანდიდატები, მათ არ აქვთ საკუთარი აზრი და არც შეიძლება ჰქონდეთ
შემდეგი სტატიათამაზ ახობაძე მინისტრს ისევ უპირისპირდება