პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ გარყვნილ ქმედებასა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელებაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობასა და გავრცელებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.