13 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეზღუდული იქნება

gulis eleqsiri

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ღიბრაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა.

წინა სტატიაშიაფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიასკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება