13 ქართველი დეპუტატი ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო ჯგუფი 13 დეპუტატი და პარლამენტის აპარატის 4 თანამშრომელი ბრიუსელში მივლინებით იმყოფება.
როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ დეპუტატების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ისინი აფეთქების სიახლოვეს არ იმყოფებოდნენ. ბრიუსელში იმყოფებიან: გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.
ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 35-მდე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგეობაში განმუხური სანაპირო ზოლის გასაყიდად გატანას კანონიერად აფასებენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა