“13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული შეხედულებები” – კობახიძის პასუხი არასამთავრობოებს

ომეგა ჯგფის საქმეზე 13 არასამთავრობო ორგანიზაციის უმწვავეს განცხადებას პარლამენტის თვმაჯდომარე ასევე უმწვავესი განცხადებით პასუხობს. ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის განცხადებას „აბსოლუტურად არასერიოზულს“ უწოდებს.მისივე თქმით ამ ორგანიზაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირი არ აქვთ. ისინი მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ

. „ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები. ხელმძღვანელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“. ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს-ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მმართველმა ძალამ სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩაკეტილი წრე ჯერ კიდევ რჩება. „არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“, რომელსაც უწოდებენ ხოლმე ხანდახან სამოქალაქო სექტორს, ამას არ აქვს კავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ მივეცით, რეალურად, სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების შესაძლებლობა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ჩაკეტილი წრე – ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ რეალობა არის მთავარი, ხომ? სერიოზული პრობლემებია. მე შეფასებას ვაკეთებ და ვადასტურებ, რაც შეეხება სიღრმეში შესვლას, ეს არ მინდა… იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ რას: ხშირად გაუკეთებიათ ასეთი განცხადება, რომ სასამართლოში, თურმე, 2012 წლამდე იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს. ანუ, წარმოიდგინეთ, ეს არის უტიფრობა, ელემენტარულად. ისინი ადეიშვილის სასამართლოს, პირდაპირ იუსტიციის ქვეშ მოქმედებდა სასამართლო სისტემა, ადარებენ დღევანდელ სისტემას. მინდა, რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოგიყვანოთ და რა დონეზე არაობიექტურია მათი შეფასებები, უბრალოდ, ამის დადასტურება მინდა. ახლა რა ხდება სასამართლოში – ეს მარტო სტატისტიკა კი არ არის, ამის უკან დგას თითოეული ადამიანის დაცული უფლება, ამ სტატისტიკის უკან დგას გადარჩენილი სიცოცხლეები და თავისუფლება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ “არჩევნში”

banner
წინა სტატიაში“მაფიოზურ-კორუფციულ სკანდალი” – ოპოზიცია “ომეგას” საქმის გამო, უმრავლესობას აკრიტიკებენ
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გამოიკითხება