13 ივნისს შედგა სოლიდარული ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განახლებული „მზიურის“ პარკის გახსნისას განაცხადა

2015 წელი.13 ივნისი კახი კალაძე
2015 წელი.13 ივნისი
კახი კალაძე

13 ივნისს შედგა სოლიდარული ქართული საზოგადოება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განახლებული „მზიურის“ პარკის გახსნისას განაცხადა.

კალაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა ხუთი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია.

„არ შემიძლია, არ გავიხსენო 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქალაქს. სამწუხაროდ, ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, გაუბედურდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ამ ინფრასტრუქტურის განახლება-აღდგენა მოხერხდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავაბრუნებთ ადამიანების სიცოცხლეს. კიდევ მინდა, მწუხარება გამოვთქვა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმე დღე იყო ეს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში.

თუმცა, შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ 2015 წლის 13 ივნისს შედგა სოლიდარული ქართული საზოგადოება. ჩვენ გვახსოვს, იმ მძიმე ღამის შემდეგ გამოჩნდა ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი და როგორი შემართება იყო, როგორი ერთსულოვნება იყო, როგორი მხარდაჭერა იყო. ძალიან ბევრი მათგანი აქ იმყოფება დღეს, ესწრება ღონისძიებას და მინდა, ყველას კიდევ ერთხელ გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ახალგაზრდები ყველა ადამიანი აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვსულიყავით იმ მძიმე და რთული მდგომარეობიდან.

როდესაც გამოვიარეთ ეს რთული დღეები, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ამან ჩვენ, საზოგადოებას მოგვცა სოლიდარობის განცდა. შემთხვევითი არ არის ის, რომ პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის „კოვიდ“ ვირუსს, ღონისძიებები, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით იყო გატარებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ დაგვეცვა ერთმანეთი, დაგვეცვა ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება, ამ ყველაფერში თქვენი, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჩართულობა და როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვისაც, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე, იმისთვის, რომ ჩვენ ვიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: მზიური არის საბოლოო ნაბიჯი, შედეგი