,,13 ივნისი, თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო”

მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას და თანავუგრძნო მათ ოჯახებს“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში, რომლითაც იგი სამი წლის წინ, 13 ივნისს, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება.

„სამი წლის წინ, 13 ივნისი, თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას და თანავუგრძნო მათ ოჯახებს.

ჩვენი მაშველების თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელი, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა.

იმ მძიმე დღეებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები – ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო. საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას გამოსაკითხ პირთა სია წარუდგინა
შემდეგი სტატიანიკა მელია – „ქართული ოცნება“ ჩამონგრეულია და განტევების ვაცებს ეძებენ