13 ივლისის დილამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

banner
წინა სტატიაშიაუსტრევიჩიუსი: მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, კომპასი გაასწოროს
შემდეგი სტატიამადლობა უმაღლეს მთავარსარდალს ნდობისთვის, მადლობა პარტიის თავმჯდომარეს. ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების და მათთან ერთად ბრძოლა ყოველთვის პატივია! – გოგავა