13 არაბული სახელმწიფო  იემენის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას მოახდენს

დასრულდა საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული, იემენის ლეგიტიმური მთავრობისთვის მხარდამჭერი, საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და გენშტაბის უფროსების შეხვედრა, რომელსაც პრესკონფერენცია და დეკლარაციის შინაარსის გავრცელების მოჰყვა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა და ელჩმა უსამა ნუკეილიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს არ უჭერს იემენზე სამხედრო ჩარევას…

საუდელი დიპლომატის განცხადებით, იემენის სამოქალაქო კონფლიქტში სამხედრო ჩარევის აუცილებლობას, იქ არსებული პირობები და მეამბოხეები ქმნიან . სამხედრო ჩარევა მოხდება კოალიციის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, იემენის სახელმწიფო ლიდერის აბდურრაბი მანსურ ჰადის მიწვევით და ლეგიტიმური მთავრობისთვის მხარდასაჭერად.

სხდომაში მონაწილე 13 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და გენშტაბის უფროსებმა, განიხილეს იემენის სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარულ სფეროებში განვითარებული მოვლენები. მიღებულ დეკლარაციაში, სადაც დაგმობილ  იქნა ჰუსიტების მხრიდან იემენელი ხალხის განადგურება და იძულება იცხოვრონ მათ შიმშილის, ავადმყოფობის პირობებში, მოახდინონ სტაბილურობის დარღვევა, საშიშროება შეუქმნან ბაბულ მენდეფის სრუტესა და საერთაშორისო წყლებში.

დეკლარაციაში აღინიშნა, რომ კოალიციური ქვეყნები, მხარში ამოუდგებიან რა, იემენის ლეგიტიმურ მთავრობას, გააგრძელებენ საჭირო ჰუმანიტარულ, სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება იემენელი ხალხის დაცვა, ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.

banner
წინა სტატიაშიევროპაში ქარიშხლის შედეგად
შემდეგი სტატიაგაზეთ „ქრონიკა+“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს