13 500 პირბადის შეკერვა მიმდინარეობს

„ღამის პირველ საათამდე მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები, რათა დროულად მოეხდინათ მისი დაჭრა და დამზადება შესაკერად. დღეს 13 500 უკვე შემოვიდა საწარმოში და მისი შეკერვა მიმდინარეობს. პარალელურად ხდება ნედლეულის მომზადება. პირველი ეტაპი დღესვე შეგვიძლია რაღაც რაოდენობა მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველ ეტაპზე ჩვენ გათვლილი გვაქვს 500 000 ერთეული ვაწარმოოთ, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემთ ეკონომიკის სამინისტროს. ეს ინიციატივა წამოვიდა ჩვენი დამფუძნებლებისგან, რაც ვფიქრობ, სასარგებლო ინიციატივაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ.

banner
წინა სტატიაში„თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: საქართველოს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც საზღვარგარეთ მკურნალობენ, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია იქნება