13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია

modzebmili213 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 19-ს მიაღწია.როგორც კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19 გარდაცვლილიდან 17 იდენტიფიცირებულია, ხოლო 2 ცხედრის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ამოუცნობ ცხედრებს შორის ერთი მზიურის ტერიტორიაზეა ნაპოვნი, მეორე კი მტკვარმა გამორიყა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონაცემები ჯერ არ შეცვლილა. 2 უცნობი ცხედრის იდენტიფიცირების შემდეგ შესაძლოა, არსებული 6 დაკარგულის რაოდენობა შემცირდეს.

banner
წინა სტატიაში“მე რიგითი ნარმანია ვარ”-გიგი უგულავა
შემდეგი სტატიაალექსანდრე რონდელი დაკრძალეს