ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა

ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ უძილაური ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პირზე მან ზეწოლა განახორციელა. ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განცხადება გააკეთა. როგორც გომელაურმა აღნიშნა,  ახმეტის პოლიციის უფროს ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს. “პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად, ეს ადამიანი დაისჯება . რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ. თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ უძილაური ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი.
ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განცხადება გააკეთა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ახმეტის პოლიციის უფროს ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს.
“პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად, ეს ადამიანი დაისჯება . რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ. თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს
შემდეგი სტატიააფხაზი დედისა და ქართველ შვილის უიმედო ყოფა