,,ვინც გაუძლებს ამ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, დარჩება, ვინც არა და, წავა”

giorgi mgebrishvili

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 11 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი შეიცვალა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დირექტორების ნაწილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
“ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგი მიდის, ზოგი მოდის. რეფორმის ფარგლებში ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ევროპულ მოდელზე გადავიდეთ, ვინც გაუძლებს ამ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, დარჩება, ვინც არა და, წავა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის ინტერესები შეეწიროს
შემდეგი სტატიასაშუალო და ქვედა რგოლის მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ