123 აბი და 5 ნატეხი „სუბოქსინი“ – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს
დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 123 აბი და 5 ნატეხი
„სუბოქსინი“, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად
დამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6
ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხში “ენმ”-ის მერობის კანდიდატად დავით ბობოხია განიხილება?
შემდეგი სტატიარკინიგზელები დღეიდან ფართომასშტაბიან აქციას იწყებენ