სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელმა ოთარ გოგოხიამ, დედის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე შვილმკვდარი დედა მოინახულა და საჩუქრები გადასცა მათ…
ერთ- ერთი მათგანი 87 წლის თათუშა გაბედავა გახლდათ.
ქალბატონმა თათუშამ მადლიერება გამოხატა სტუმრის მიმართ, დედის დღის მოლოცვის გამო… მან სტუმართან უგზო- უკვლოდ დაკარგულ შვილზე, თამაზ გაბელიაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ თამაზი ეხლა 40 წლის შესრულდებოდა. ქალბატონს არ უნდა დაჯერება, რომ ის გარდაცვლილია.
ოთარ გოგოხიამ დედას შვილის დაბრუნება უსურვა და მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის.