“121-ე დღეს მომაწოდეს ტანისამოსი”- ბრალდებული არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

პოლიციელების მკვლელობასა და მათ დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა ახალციხეში. დაიკითხნენ დაზარალებულები და დაცვის მხარის მოწმეები.სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებულიც – მისი მტკიცებით, ციხეში მას არაადამიანურად ეპყრობიან და საშინელ პირობებში ყავთ.
“რა პირობებშიც ვიმყოფები, იმ პირობებში არ არის შესაძლებელი თავის არათუ ჯეროვანი დაცვა. 121-ე დღეს მომაწოდეს ტანისამოსი, მაგრამ არ ვიცვამ იმ ტანისამოსს, იმიტომ რომ 121-ე დღეს მომაწოდეს და არა პირვე დღეს…იმ პირობებში როდესაც ტრუსიკის გარეშე იმყოფები ადამიანი, ტანისამოსის გარეშე იმყოფები, ჰიგიენური საშუალებების გარეშე იმყოფები…” აცხადებს აბულაძე.
ადვოკატი კი მიმდინარე პროცესის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

“შალვა აბულაძე დღეს განწირულია სამუდამო პატიმრობისთვის. არავის არ აინტერესებს რას იტყვის ის, რა დაცვით სიტყვას იტყვის მისი ადვოკატი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი”- განაცხადა აბულაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
შემდეგ პროცესი 29 სექტემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა