საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო რომის პაპი შიმონ პერესის დაკრძალვას ვერ დაესწრება

საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო რომის პაპი ფრანცისკე პირველი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ისრაელის ექსპრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია 30 სექტემბერს გაიმართება

მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერესის დაკრძალვაზე რომის პაპს ელოდებოდნენ.

შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გადატანილი ინსულტის შემდეგ გარდაიცვალა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის ხელოვნური კომის პირობებში იმყოფებოდა.

შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბილ და ჰილარი კლინტონები, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და სხვა მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან.

ფრანცისკე პირველი საქართველოში 30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით ჩამოვა. პონტიფიკოსი საქართველოდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე : ვაშაძე უკვე მეორედ რჩება იქ, საიდანაც მე მივდივარ
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძემ შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალურ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა