120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები უწყვეტად მიიღებენ ფულად სოციალურ დახმარებას

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები უწყვეტად მიიღებენ ფულად სოციალურ დახმარებას – საარსებო შემწეობას.

ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი. ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა.

„მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით, სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობის დადგენილება დღეს, 27 ივლისს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და გავრცელდება 2021 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ცვლილებების შეტანამდე „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ სოციალურ დახმარებას მიიღებდნენ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, გავაგრძელებთ საპარლამენტოთი, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას ვაჩვენებთ, როგორ უნდა იზრუნო ხალხთან ერთად და აშენო სახელმწიფო
შემდეგი სტატიაოპოზიცია გახარიას ეფლირტავება