12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმე – სააპელაციო სასამართლო განხილვას იწყებს

2016 წლის იანვარში 12 წლის სალომე ტატიშვილი გუდაურში, სრიალისას, თხილამურებზე მდგომი ლიპარტელიანის დაჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობდა.
სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვას იწყებს. მეორე ინსტანციაში ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

დაღუპულის ოჯახის ადვოკატი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, ლიპარტელიანი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და დიდი სიჩქარით სრიალებდა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების გახსნას გმობს
შემდეგი სტატიაროგორი იქნება პარკირების ახალი სისტემა – ენმ საკრებულოში მერიის სატრანსპორტო და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელებს იბარებს