12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით ბორელს მიმართავენ

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს:

“ძალიან ვწუხვართ, რადგან საქართველოს მთავრობა როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს” ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ მომხრეები ღამის ათი საათიდან პარლამენტთან დააყუდა, ღამე გაათენებინა, თავად კი მაინც დააგვიანა კომიტეტზე – მაჭარაშვილი
შემდეგი სტატიაადვოკატების თქმით, დაკავებულები “არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები” არიან პოლიციელების მხრიდან