12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მუშაობის პროცესში ოპოზიცია არ ერთვება, რაც იმის გამოხატულებაა, რომ პროცესის ჩაშლა სურს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე მუშაობის პროცესში ოპოზიცია არ ერთვება იმის გამოხატულებაა, რომ ოპოზიციას პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა სურს.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის სურვილია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად „ბოლომდე იმუშავებს“.

„ეს პოლიტიკური ძალები ორგანულად არიან დაინტერესებული იმით, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მათ ეშინიათ, რომ ამით ხელისუფლება ქულებს დაიწერს. ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და ყველაფერს იმისთვის გააკეთებენ, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისათვის მათ კონკრეტული გზა ესახებათ – ეს არის პროცესის მაქსიმალურად ჩაშლა. დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა. დღევანდელ შეხვედრას სწორედ იმიტომ არ ესწრებიან, რომ პროცესს დაბრკოლებები მაქსიმალურად შეუქმნან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით უნდა გავაკეთოთო. ყველა შემთხვევაში ჩვენ ამ 12 პუნქტს ვასრულებთ არა ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად,“ – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაკობახიძე – ქვეყანაში არის სამი ყველაზე მდიდარი „ენჯეო” – ისინი აქამდეც დე ფაქტო პოლიტიკური პარტია იყვნენ