12 მილიონი ზუგდიდის განახლებული ბოტნიკური ბაღის ნაწილი წყლის გუბეებით ივსება

ზუგდიდის განახლებული ბოტნიკური ბაღის ნაწილი წყლის გუბეებით ივსება.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ბაღში არსებულ გუბეებთან დაკავშირებით საქმის კურსში იმყოფებიან და მის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ.
“ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილ წყლის გუბეებთან დაკაშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან ერთად საკითხს დეტალურად შეისწავლის და აღნიშნულ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს.”-აცხადებენ მერიაში.

ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა. ბაღის რეკონსტრუქცია 2018 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა, მთლიანად ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები 12 მილიონი ლარი დაჯდა

 

banner
წინა სტატიაშიადამ კინზინგერი – ჩვენ საქართველოს მთავრობასთან უფრო ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, ვიდრე სხვა დანარჩენთან
შემდეგი სტატიაინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ მამაკაცს სავარაუდოდ „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი აქვს