12 მაისის მონაცემებით, საქართველოში ჯამში, 71 570 აცრა ჩატარდა

12 მაისის მონაცემებით, საქართველოში 71 570 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი.

„12 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 71 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

banner
წინა სტატიაშიისრაელის საელჩო – მადლობას ვუხდით ყველა მეგობარს საქართველოში გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – ყველა სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის განახლებისთვის