12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

“ვფიქრობ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, უკვე მეორე კვირაა შიმშილობს” – ამის შესახებ უკრაინის “რადას” დეპუტატმა, ლიზა იასკომ ისაუბრა, მას შემდეგ რაც, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

“ვფიქრობ, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, უკვე მეორე კვირაა შიმშილობს და მას 12 კილოზე მეტი აქვს დაკლებული. მიშა ბრძოლისუნარიანია. მიშას აკვირდება და მხარს უჭერს მთელი მსოფლიო, უამრავი განცხადება მოდის ევროპარლამენტარებისგან და ისინი ძალიან შეწუხებულები არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მიშას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა და ახლა მთავარია რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, იბრძოლებს თუ არა იმისთვის რისიც სჯერა”,- თქვა ლიზა იასკომ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მინდა, ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად
შემდეგი სტატიაშს მინისტრი: ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა